logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავა
- +

11 სექტემბერი. 2017. 11:42



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, ორი პირი დააკავეს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, ზუგდიდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 13 377 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება  37 000 ლარს აღემატება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან 8 წლამდე ვადით.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner