logo_geo
eng_logo
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის ელჩი დაიბარა
- +

11 სექტემბერი. 2017. 13:42



ევროდეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის განცხადებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად უკრაინის ელჩი დაიბარა.


სარიუშ-ვოლსკიმ უკრაინის ხელისუფლების ქმედებას არაცივილიზებული უწოდა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტის უახლოეს სხდომაზე ამ საკითხზე საუბარს აპირებს.


მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლაზე უარი ეთქვათ.


„მიგვაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა ყოველგვარ ევროპულ სტანდარტთან, რომლის შესრულების ვალდებულება უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით იკისრა", -  განაცხადა სარიუშ-ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner