„დათო კეზერაშვილმა, დიახაც, სრულიად გაურკვევლად მილიონები იშოვა, ყაჩაღობით, ქურდობით!" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში ყოფილ თანაგუნდელზე საუბრისას განაცხადა.
„დიახ, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მისნაირ ადამიანებზე. ძარცვავდა ფინანსურ პოლიციას. არა, როგორ გგონიათ, თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობით იშოვა ფული?!" - განაცხადა მელიამ.