logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცებს მიშა, რომ იგი სინამდვილეში მხოლოდ მოსკოვის ინტერესების გატარებას ემსახურება
- +

11 სექტემბერი. 2017. 16:01



პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.


„ამ მოვლენებს ცოტა სხვა შეფასება სჭირდება. ასეთი უხეში კანონდარღვევით საზღვრის გადალახვა, პირველ რიგში, ზიანს აყენებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას: ეკრანებზე გამოჩნდა, რომ ქვეყანა, რომლის აღმოსავლეთი ნაწილი რუსეთისგან ოკუპირებულია, თურმე, ვერ იცავს რამდენიმე ათეული აქტივისტისგან თავის აღმოსავლეთ საზღვარს. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებების აღსრულებაში მოყვანას ვერ ან არ ახერხებს. ასევე, სამართალდამცავი თუ სასაზღვრო ძალები არ ან ვერ გამოიყენა.

ეს არ ნიშნავს სააკაშვილის პოლიტიკურ გამარჯვებას პოროშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის სისუსტის გაშიშვლებას და სახელმწიფო სტრუქტურების აბუჩად აგდებას. ეს ყველაფერი, ვის-ვის და, რუსეთს აწყობს ყველაზე უფრო და მის თამაშს უწყობს ხელს... და, თუ ამ გზას გაჰყვება, შიდა დაპირისპირების გაღვივებისა და მაიდანის განახლების მცდელობით, ქვეყნის გახლეჩით, კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცებს მიშა, რომ დემოკრატიის და ყალბი პატრიოტიზმ(ებ)ის დროშის ქვეშ, იგი სინამდვილეში და პირველივე დღიდან მხოლოდ მოსკოვის ინტერესების გატარებას ემსახურება..." - წერს სალომე ზურაბიშვილი.














 

right_banner right_banner
არქივი
right_banner