„ქართული ოცნების" წევრი ირაკლი სესიაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. მისი თქმით, NDI-ს თუ IRI-ს კვლევებს ნდობას ვერ გამოუცხადებს.
„ღიმილის მომგვრელია, მე ვერასოდეს NDI-ს თუ IRI-ს კვლევებს ნდობას ვერ გამოვუცხადებ. ჩვენ ვატარებთ შიდა კვლევებს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თვითკმაყოფილები არ ვიყოთ, ჩვენი პარტიის რეიტინგი საკმაოდ მაღალია, რამდენჯერმე უსწრებს სხვა ძალებს. დარწმუნებული ვართ, რომ შეგვიძლია იმ ამომრჩევლის მობილიზება, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაღალი რეიტინგით შევხვდებით არჩევნებს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.