logo_geo
eng_logo
დმიტრი პესკოვი: კრემლი მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებას არ აკვირდება, ვინაიდან...
- +

11 სექტემბერი. 2017. 16:29



რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი არ აკვირდება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებას, ვინაიდან ეს თემა უფრო პოლიტიკურ კლოუნადას განეკუთვნება.


„კრემლის დღის წესრიგში ძალიან ბევრი სერიოზული საკითხია, რაზეც თვალყურის დევნაა საჭირო და რითიც დაკავებული ვართ. არა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების საკითხი სერიოზულ საკითხთა ნუსხაში შედიოდეს", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.


მისი თქმით, აღნიშნული საკითხი უფრო პოლიტიკური კლოუნადის კატეგორიას განეკუთვნება.















 

right_banner right_banner
არქივი
right_banner