ავტორი მერაბ ხაჩიძე
„ძვირფასებო"! არავის ეშინია მაგის საქართველოში გამოჩენის და არც მასეთი, მოპოლიტიკანო ქვეშაფსიების „მკითხაობით" - ჩამოვა, თუ არ ჩამოვა - გვისკდება გულები!
საქართველო არც უკრაინაა და არც ის მდინარე, სადაც ორჯერ შეხვალ!
მკვლელებს, ხალხისა და ოჯახების ამომგდებ ნაცებს, ერთხელ უშველა ამ მთავრობამ - ერთხელ გადაარჩინა და თუ კიდევ ამათი იმედით აპირებენ რამეს, ნაღდად არ ვურჩევდი და ჯობია „დუხავოი მუზიკაც" შეუკვეთონ!
ამ ქვეყანას და ამ ხალხს შეიძლება ბევრი ნაკლი აქვს, შეიძლება პოლიტიკური ინტელექტიც აკლია და ზოგჯერ, პოლიტიკური შორსმჭვრეტელობაც, მაგრამ ავს და კარგს, მტერს და მოყვარეს იოლად არჩევს და კედელთან მიმწყვდევისას ყველა ნადირზე საშიში და დაუნდობელია!
ბევრმა გამოსცადა ეს და თუ ასე ძალიან უნდათ, არც ამათ დაამადლის ვინმე. თუ არ გჯერათ, ჩამოაბრძანეთ ეგ მაოხრებელი გზირი აქ და ერთად ნახავთ, რასაც მიიღებს მთელი სანაცეთი - იმას, რასაც ერთხელ ააცილა ივანიშვილმა!
არავისაც არ ვემუქრები!
აქეთ იმუქრებიან და იმიტომ ვაფრთხილებ!