logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი: ეს ორ ფეხზე მოსიარულე შავი ჭირი ნელ-ნელა აქეთ მოცოცავს, რათა ქართველობაზე შური იძიოს
- +

11 სექტემბერი. 2017. 18:20

 

 

„სააკაშვილი - ეს ორ ფეხზე მოსიარულე შავი ჭირი, რომელსაც საქართველო და ქართველები ეზიზღება, ნელ-ნელა აქეთ მოცოცავს, რათა 2012 წლის 1 ოქტომბრის გამო ქართველობაზე შური იძიოს და ქვეყანა სისხლში ჩაახრჩოს!" - ამის შესახებ პოეტმა რეზო ამაშუკელმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


„საუბედუროდ, მას დღემდე უჭერენ მხარს მსოფლიოს გარკვეული ძალები და არ მინდა, ვიფიქრო, რომ ჩვენი ხელისუფლება კარს მომდგარ საფრთხეს ვერ გრძნობს!

 

თუ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მოხდება, შესაძლოა, სწორედ ამაში იყოს ჩადებული დიდი ბომბი, რომელიც ქვეყანას ააფეთქებს! მაგ გარეწარს ახლა თვითონვე აწყობს, რომ ციხეში ჩაჯდეს და ამით მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცეს! გული მიგრძობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეთქმულება მზადდება და ამას ჩვენ ვიღაც-ვიღაცებივით გატრუნულები და ბუჩქებში დამალული კი არა, ხმალამოღებული უნდა დავხვდეთ!

 

უბრალოდ, ვაფრთხილებ ქართველ ხალხს, რა შეიძლება მოხდეს და ყველას მოვუწოდებ - დავამტკიცოთ, რომ ერი ვართ და არა ბიოლოგიური ბრბო!" - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.








 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner