ბათუმის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გახსნილ შინდისის გმირების სახელობის სკვერში გაანადგურეს ახალდარგული ხე-მცენარეები, დააზიანეს სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული სხვა ინვენტარი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე.
ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა და გაუფრთხილდნენ მას.