logo_geo
eng_logo
ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერი გაანადგურეს
- +

13 აპრილი. 2016. 15:29



ბათუმის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გახსნილ შინდისის გმირების სახელობის სკვერში გაანადგურეს ახალდარგული ხე-მცენარეები, დააზიანეს სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული სხვა ინვენტარი.



როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას  გულისხმობს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე.


ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა და გაუფრთხილდნენ მას.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner