logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია
- +

20 თებერვალი. 2016. 14:42



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა ალბათ საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა.


პრემიერის თქმით, სამი-ოთხი წლის წინ საზოგადოებას ჰქონდა განცდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ახლა საზოგადოებას ალბათ იგივე განცდა აღარ აქვს.



მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა ალბათ საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა და ალბათ ეს ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავაშენოთ, რომელიც მოვა კანონის უზენაესობის განმტკიცებით, მოვა იმით, რომ სასამართლო სისტემის თაობაზე შედგება კონსენსუსი საზოგადოებაში, როცა სამართალდამცავი სისტემის მიმართ იქნება მაქსიმალური ნდობა, როდესაც ადამიანის ყველა თავისუფლება იქნება დაცული, ალბათ მაშინ იქნება თავისუფლების უფრო მაღალი განცდა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული წინ ამ საკითხში, მაგრამ არ ვართ იდეალურები და ვფიქრობ, ამ მიმართულებით საკმაოდ თავისუფალი ნაბიჯები დაგვრჩა გადასადგმელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner