ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მიშას „ვაჟკაცობაზე" წავიდა საუბარი... მაგრამ „გაპრავების" იმ რეკორდს ვერავინ მოხსნის 2008 წელს „ერორის" ეთერში ერთმა სექტანტმა, რომ განაცხადა ფორთხვაზე... „მე ამაყი ვარ რომ ესეთი უშიშარი პრეზიდენტი გვყავს" (გაბუნიას ყბა ჩამოუვარდა ხომ არ გვაშაყირებსო და ლუღლუღით ჩაეკითხა - „რაში გამოიხატებაო?"), „რომ დაინახა რუსული თვითმფრინავი მოდიოდა პირველი ის იფიქრა ჩვენმა პრეზიდენტმა ჩემ ფრანგ სტუმარს რამე არ დაემართოსო და თვითმფრინავი თავისკენ გაიტყუა", - წერს თოფურია.