logo_geo
eng_logo
კიევის მეტროპოლიტენში დაკვამლიანების გამო, რამდენიმე სადგური დაიკეტა
- +

11 სექტემბერი. 2017. 21:55



კიევის მეტროპოლიტენში დაკვამლიანების გამო, რამდენიმე სადგური დაიკეტა. კერძოდ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, არ მუშაობს სადგურები „ტარას შევჩენკო" და „პეტროვკა". დაკვამლიანება კიევის მეტროპოლიტენის ცისფერ ხაზზე მოხდა.


მატარებლების მოძრაობის შეზღუდვის გამო, ზოგიერთი მეტროსადგურის ბაქანზე ხალხის რიგია.


უკრაინული სააგენტოების ცნობით, მეტროსადგურ „კონტრაქტოვაია პლოშადთან" ამჟამად მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები.


დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკვამლიანება სადენების აალებამ გამოიწვია.


კიევის მეტროპოლიტენის ცისფერ ხაზზე ძლიერი დაკვამლიანების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner