logo_geo
eng_logo
შუახევის გამგებელი: ხანძრის გამო, დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება
- +

11 სექტემბერი. 2017. 22:01



წინასწარი ინფორმაციით, შუახევში ხანძარი 200-300 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული. დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება, - ამის შესახებ პირველ არხს შუახევის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ განუცხადა.


მისივე თქმით, ხანძარი სავარაუდოდ სოფელ დარჩიძეებიდან 7-8 კილომეტრის მოშორებით, ტრანსპორტისთვის მიუვალ ადგილზე გაჩნდა. ადგილზე გაემგზავრა შუახევის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.


„ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რა მასშტაბისაა ხანძარი. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი 200-დან 300-მდე კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო. დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება, რადგან ხანძარი რვა კილომეტრის მოშორებით გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფება შუახევის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მათგან ველოდებით დეტალურ ინფორმაციას. ამ წუთებში, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, მეც ფეხით მივემართები ხანძრის კერისკენ. იქ ტრანსპორტი არ მოძრაობს. მეგზურობას სოფლის მკვიდრები გვიწევენ. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, გახდება თუ არა დამატებითი ძალების მობილიზება საჭირო", - განაცხადა პირველ არხთან შუახევის გამგებელმა.


შეგახსენებთ, შუახევში, ტყეში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. სოფელ დარჩიძეებთან ახლოს კვამლი ადგილობრივებმა შენიშნეს.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner