„ახალი მემარჯვენეები" არ ვაპირებთ პოლიტიკურ კეკლუცობას და შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან ვაცხადებთ, რომ არჩევნებში გასვლას კოალიციურად და ერთობლივად, რიგ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად ვაპირებთ", - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც კაციტაძემ საუბრისას განმარტა, „ახალ მემარჯვენეებს" მკაფიო საგარეო კურსი აქვთ და ეს გახლავთ ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია.
„ახალ მემარჯვენეებს" გვაქვს მკაფიო საგარეო კურსი ევროპულ და ევროატრლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით. ეს არის ჩვენი ღირებულება . ჩვენ გვინდა, რომ მომავალი პოლიტიკური ბლოკი ამ ფუნდამეტზე იყოს დაშენებული და ვინც კი არის მონათესავე ამ ორი კრიტერიუმით, იდეოლოგიით და საგარეო პოლიტიკური კურსით, ყველას ვხედავთ მომავალ პარტნიორად", - განაცხადა კაციტაძემ.