შუახევში, შუბნის თემის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დარჩიძეების საყარაულოს ტყეში ხანძარია,- ამის შესახებ პირველ არხს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ხანძრის კერისკენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მიემართებიან.
მობილიზებულია ადგილობრივი მოსახლეობაც.
როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რამდენად მასშტაბურია ხანძარი, ჯერ უცნობია. ხანძარი სოფელ დარჩიძეებთან 6 კილომეტრშია.
მოსახლეობას ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.