logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: სააკაშვილის ფასადური პოლიტიკის უკან იმალებოდა მკვლელობები, ციხეებში ჩაყრა...
- +

11 სექტემბერი. 2017. 22:42

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა ფასადურია. ამის შესახებ ხუნდაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა.


„მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლა არის მძიმე შემთხვევა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს სააკაშვილი. იგი არის საერთაშორისო ავანტიურისტი და ის როგორც ხელისუფალი ისეთივე ავანტიურისტია, როგორი ავანტიურისტიც გახლდათ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. როგორი ფასადურიც იყო მისი მშენებლობები, ასეთივე ფასადური იყო მისი პოლიტიკა, რომლის უკანაც იმალებოდა მკვლელობები, ციხეებში ჩაყრა, ტელევიზიების ძალადობრივი დარბევა და ასე შემდეგ... სააკაშვილი იყო საქართველოს პრობლემა, დღეს იქცა უკრაინის პრობლემად და თუ ის უკრაინამ არ შეაჩერა, ხვალ იქცევა რომელიმე სხვა ქვეყნის პრობლემად. უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა, არის საზღაური იმისა, რომ უკრაინამ თავის დროზე სააკაშვილი თავისი გუნდით მიიღო ქვეყანაში", - განაცხადა ხუნდაძემ.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner