logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს ამ ხროვის საჯიჯგნად არ გავხდი!
- +

12 სექტემბერი. 2017. 00:32



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტის აქვეყნებს:

 

„ახლა შემთხვევით შევხედე ე.წ. პრეზიდენტის შეხვედრას ე.წ. ოპოზიციასთან.

 

სამწუხაროდ ჩემი კომპის ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ფოტოს ვერ ვდებ, მაგრამ შევეცდები ზუსტად აღვწერო:

 

მართკუთხედ დარბაზში მოკლე მხარესთან ე.წ. პრეზიდენტის გვერდით ისხდნენ აბაშიშვილი, ანი დოლიძე და ვიღაც, მეორე მხარეს ფიქრია ჩიხრაძე და ვიღაც, რომლებიც ვერ ეტეოდნენ იმ მცირე ფერდზე (გეომეტრიული ტერმინია).

 

აქეთ ორივე მხარე თითქმის გავსებული იყო ე.წ. "ოპზიციონერებით", რომელთა საერთო რაოდენობა, ბევრად აჭარბებს მათი პარტიების წევრების (ცალ-ცალკე) ერთიან რიცხოვნობას.

 

მართკუთხედის ბოლო ფერდი სრულიად თავისუფალი იყო.

 

მაქვს რამდენიმე შეკითხვა:

 

1. პრეზიდენტი, ანუ "წინ მჯდომი", რატომ უნდა იჯდეს ვიღაც რიგით ჩინოსნებთან ჩაკვეხებული? ეტიკეტი არ არსებობს, თუ ამ "პიჟონების" (პიჟონი - მტრედი. ფრ.) ამბიციები პრეზიდენტის ამომრჩევლის შეურაცხყოფად ღირს?

 

2. მაჩვენეთ საქართველოს 100 მოქალაქე, რომლებიც ამ ე.წ. პოლიტიკურ ძალებს იცნობს და თუ მხარს არ უჭერს, სერიოზულად მსჯელობს მათ კურსზე, ხედვებზე და მე პირადად მივცემ ხმას რომელიმე მათგანს ლოტოტრონის პრინციპით.

 

3. რატომ იმცირებს თავს საქართველოს ყველაზე მეტი ლეგიტიმაციის მქონე პიროვნება?

 

და ბოლოს:

 

მინდა ყველას გთხოვოთ - დავიცვათ ჩვენი პრეზიდენტი ამ გინებისგან!

 

მე პირადად ამისათვის ბოლომდე ვიბრძოლებ, არა იმიტომ რომ მარგველაშვილი ღირსეული პრეზიდენტია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს ამ ხროვის საჯიჯგნად არ გავხდი!

 

 

მე აქ ვლაპარაკობ არა კონკრეტულად მარგველაშვილზე (მარგველაშვილი ვინ არის, მართლა პრეზიდენტები დავამხეთ და . . . )

 

აქ მე ვამბობ - პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ი ს ინსტიტუტზე!

 

ვამბობ ყველაზე მეტი ლეგიტიმაციის თანამდებობაზე! რომლის შეურაცხყოფა არა ჩემგან, არა რიგითი მოქალაქისგამ არამედ მისი აპარატის წევრებისგან არის პირადად ჩემი დამცირება! და ახლა ვიღაც აბაშიშვილს და ვიღაც ჩიხრაძეს ჩემს, ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების დამცირებას არ ვაპატიებ!" - წერს გაბრიჭიძე.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner