logo_geo
eng_logo
ევროკავშირი ყირიმში რუსეთის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს
- +

12 სექტემბერი. 2017. 03:08



ევროკავშირი ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.


„სევასტოპოლში გაიმართა გუბერნატორის არჩევნები. ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის არალეგალურ ანექსიას და შესაბამისად, არ აღიარებს ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ არჩევნებს.

 

ნებისმიერი, ვინც არჩეულია ყირიმის ნახევარკუნძულზე და აცხადებს, რომ ყირიმსა და სევასტოპოლს „წარმოადგენს", არ იქნება აღიარებული უკრაინული ტერიტორიების წარმომადგენლად. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.


რუსეთში ადგილობრივი არჩევნები 10 სექტემბერს გაიმართა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner