გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მიმდინარეობს 4,9კმ სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა.
სამუშაოებით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა.
პროექტი 3-ეტაპიანია. გზის ნაწილი გასულ წელს მოასფალტდა, წელს მიმდინარეობს 2, 587 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
აქტიურ ფაზაშია დაზიანებული და ამორტიზებული 21 მ სიგრძის ხიდის აღდგენითი სამუშაოებიც.
ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარზე მეტი გამოიყო.
პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 792 995 ლარს შეადგენს.
„დავათვალიერეთ ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქ ადგილობრივებს უგზოობის პრობლემა 30 წლის განმავლობაში აწუხებდა. პროექტი სრულად მომავალ წელს დასრულდება და მოსახლეობისთვის გადაადგილება მეტად კომფორტული გახდება",- აღნიშნა გუბერნატორმა.