logo_geo
eng_logo
გურიის გუბერნატორმა ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
- +

12 სექტემბერი. 2017. 10:59



გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.


მიმდინარეობს 4,9კმ სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა.


სამუშაოებით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა.


პროექტი 3-ეტაპიანია. გზის ნაწილი გასულ წელს მოასფალტდა, წელს მიმდინარეობს 2, 587 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია.


აქტიურ ფაზაშია დაზიანებული და ამორტიზებული 21 მ სიგრძის ხიდის აღდგენითი სამუშაოებიც.


ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარზე მეტი გამოიყო.


პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 792 995 ლარს შეადგენს.

 

„დავათვალიერეთ ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქ ადგილობრივებს უგზოობის პრობლემა 30 წლის განმავლობაში აწუხებდა. პროექტი სრულად მომავალ წელს დასრულდება და მოსახლეობისთვის გადაადგილება მეტად კომფორტული გახდება",- აღნიშნა გუბერნატორმა.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner