logo_geo
eng_logo
ლვოვში, სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა, მესაზღვრეები და პოლიციელები მივიდნენ
- +

12 სექტემბერი. 2017. 11:05



ლვოვში, სასტუმრო „ლეოპოლისში", სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა, მესაზღვრეები და პოლიციელები მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.


არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს სურთ, მიხეილ სააკაშვილს შეატყობინონ, რომ მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი „შეგინის" გამშვებ პუნქტზე.


ადგილზე ასევე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, თუმცა მესაზღვრეებს პირადად სააკაშვილისთვის სურთ პროტოკოლის გადაცემა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner