logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: NDI-ის კვლევის შედეგები შორს დგას რეალობისგან!
- +

13 აპრილი. 2016. 16:07



„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა" (NDI) მორიგი კვლევის შედეგები წარუდგინა საზოგადოებას. „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელის ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა რეალობის საზომად არ გამოდგება, მითუმეტეს მაშინ, როცა NDI-ის კვლევის ცდომილება რიგ შემთხვევაში 40%-ის ფარგლებში მერყეობს.



„კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდაანუ მაშინ, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნება" ერთიანი გახლდათ, დღეს კი კოალიციაში შემავალი სუბიექტების გარკვეული ნაწილი კოალიციას აღარ წარმოადგენენ, ისინი აპირებენ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად, საკუთარი საარჩევნო პროგრამით და ხედვით  მიიღონ მონაწილეობა. ანუ  NDI-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვა ისევე როგორც ადრე, შორს დგას რეალობისგან. შეუძლებელია, მან დღეს არსებული რეალობა ასახოს, რადგან პოლიტიკურ სცენაზე დამოუკიდებელი სუბიექტების გამოჩენის შემდეგ მნიშვნელოვნად იცვლება  ძალთა ბალანსი, რაც რა თქმა უნდა შესაბამის ასახვას პოვებს თითოეული პარტიის პროცენტულ მაჩვენებელზე. ცალსახაა,  რომ კვლევა ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური  ძალის რეინკარნაციას", - განაცხადა ქადაგიძემ.



მისი თქმით, საქმე გვაქვს არა საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასთან.


„ეს  ორგანიზაცია სწორედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით არის დაკავებული, მათ მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს რეალობის ჩვენება საზოგადოებისათვის. მაგალითისათვის ავიღოთ მათი კვლევის რამდენიმე შედეგი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის საქმიანობას 21% დადებითად აფასებსხოლო დავით ბაქრაძის საქმიანობას დადებითად 34% აფასებს. პიროვნულად არცერთის საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ აქ გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით მოხდა მათი შეფასება. საინტერესოა,  გამოკითხულ რესპონდენტთა რამდენმა პროცენტმა იცის, რა ევალებათ ამ პიროვნებებს, რა შედის მათ ვალდებულებაში  და ა.შ. სწორედ ელემენტარული ცოდნის არსებობის შემდეგ უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკოსის საქმიანობა. გამოკითხულთაგან იცის რომელიმემ, რამდენი საკანონმდებლო აქტი შეიმუშავა დავით ბაქრაძემ? მისი საქმიანობის ერთ-ერთი შემფასებელი კრიტერიუმი სწორედ პარლამენტში საკანონმდებლო საქმიანობა უნდა იყოს და არა პირადი სიმპათია.

 

 

ასევე გამოკითხულთა დიდ ნაწილს ყველაზე მატად დავით ბაქარაძე მოსწონს, ამ სიაში  საერთოდ არ არის დავით უსუფაშვილი, ხოლო სიის ბოლო ნაწილში  არის დავით  სერგეენკო. სიაში ადგილი მოიძებნა შალვა ნათელაშვილისთვის, რომელიც  შეუძლებელია სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად იქნას აღქმული.  იმ პოლიტიკოსების სიას, რომელიც არ მოსწონთ, ლიდერობს ბიძინა ივანიშვილი. მგონი, მათ ავიწყდებათ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკაში აღარ არის,  ამ სიაში მისი არსებობა სულელურ მდგომარეობაში აყენებს NDI-ის და კიდევ ერთხელ აჩვენს, რომ მათ მიზანს წარმოადგენს ხალხის აზრზე (შეხედულებებზე) მანიპულირება. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, კვლევის სერიოზულად მიღება ჩემს ძალებს აღემატება", - განაცხადა ქადაგიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner