„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე NDI-ის კვლევებს „ქართული მაიდანის დაანონსებას" უწოდებს და აცხადებს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა, პრაქტიკულად, არის პირდაპირი მხარდაჭერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მობრუნდეს.
„არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იწერება კვლევა, სადაც 15% მმართველ პარტიას აქვს და პრაქტიკულად, ერთადერთ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას" - 13%. ეს არის რევოლუციური სცენარი და საზოგადოების მომზადება", - აღნიშნა ბურჯანაძემ.