logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი: შორს არ არის ის დღე, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს დაუბრუნდება
- +

13 აპრილი. 2016. 16:12




„ახალგაზრდული ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩიქოვანი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:



ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დე-ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები, ეს აქტიურობა არც აფხაზეთდა არც სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას წარმატებას არ მოუტანს. შორს არ არის ის დღე, როდესაც ეს ტერიტორიები დაბრუნდება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში და იქ გავრცელდება ჩვენი იურისდიქცია. მათი ამჟამინდელი ქმედებები კი გახლავთ გადადგმული ნაბიჯი თვითიზოლაციისკენ. კერძოდ, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება, შემოიღოს სავიზო რეიმი, რომლის ძალითაც მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალქეებს შეუძლიათ აფხაზეთში უვიზოდ შესვლა, რომელ ქვეყნებსაც აღიარებული აქვთ აფხაზეთის დამუკიდებლობა. ეს ნაბიჯი ნამდვილად არ არის დიდი ფიქრისა და ანალიზის შედეგად ნაკარნახევი, რადგან ამ შემთვევაში მნიშვნელოვნად ეზღუდებათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა საერთაშორისო ორგანიზაციებს. (უკიდურეს შემთხვევაში დიდი დისკომფორტი ექმნებათ მათ ამ კანონის ამოქმედებით), ეს ფაქტი კი მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის იზოლაციას შეუწყობს ხელს და მის ინტეგრაციას ცივილზებულ სამყაროსთან შეაფერხებს. თავის მხრივ უგუნური ქმედებით აფხაზეთის ოკუპირებულ რესპუბლიკასთნ შეჯიბრს გვთავაზობს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა, მათ სურთ რეფერენდუმი ჩაატარონ საკუთრი ქვეყნის" ტერიტორიაზე და ამ გზით მოახდინონ რუსეთთან მიერთება. დამეთანხმებით არასერიოზულია, როდესაც გარკვეული ტერიტორია პრეტენზიას აცხადებს დამუკიდებლობაზე და რეფერენდუმის გზით სურს გახდეს სხვა ქვეყნის ნაწილი. მათი რეფერენდუმისადმი მისწრაფების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული მოვლენების გადაფარვა და მოსახლეობაზე ანიპულირება გახლავთ, რომელიც რეალობის რადიკალურ ცვლილებას ვერ გამოიწვევს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმი არის აბსოლუტურად უკანონო, არალეგიტიმური, ამას არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. ისინი არ არიან საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ერთი მხრივ, სავიზო რეჟიმის შემოღებით და რეფერენდუმის გამართვით ისინი ცდილობენ საკუთმოსახლეობაში გადაფარონ პროტესტის ტალღა, რომელიც საქართველოს მიღწევებით არის გამოწვეული. მეორე მხრივ, მათ ეშინიათ მოსალეობის დადებითი დამოკიდებულების საქართველოს მიმართ, რომელიც გამოწვეულია ჩვენს მიერ ბოლო დროს განხორციელებული რეფორმებიდა საერთაშორისო მიღწევებით (მაგ: ვიზა-ლიბერალიზაცია) საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი სახლეობა კი, რა თქმა უნდა, რუსეთის შეშფოთებას იწვევს", - აცხადებს ჩიქოვანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner