დღეს გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომფარეთის მოსახლეობას შეხვდა.
მერაბ ჭანუყვაძემ შეხვედრაზე მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები და სოფელში არსებულ ვითარებას გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება გაზიფიცირების სამუშაოებზე გამახვილდა. გუბერნატორმა სოფელ ომფარეთის მოსახლეობას პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას დაპირდა.
„ომფარეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განვიხილეთ სოფლისთვის პრიორიტეტული საკითხები, რათა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ადრე დავიწყოთ. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ სულ მალე დაიწყება პროექტირება და მომავალი წლისთვის მოხდება მთლიანად თემის გაზიფიცირება. ჩვენ ასევე, ვგეგმავთ გურიის რეგიონში თითოეულ სოფელში მისვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას, რათა 2018 წლის პროექტების განხორციელება ადგილობრივებთან შეთანხმებით მოხდეს"- განაცხადა შეხვედრის დასასრულს მერაბ ჭანუყვაძემ.