logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: კომპანია, რომელსაც NDI კვლევებს უკვეთავს, „ნაციონალებისთვის” არის „თურმანიძის მალამო“
- +

13 აპრილი. 2016. 16:17




საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე NDI-ის კვლევას არ ენდობა. მისი თქმით, NDI-ის კვლევას პოლიტიკურ ნაწილში ის სერიოზულად არ განიხილავს.



სერიოზულად არ განვიხილავთ აღნიშნულ კვლევას, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში. მიმაჩნია, რომ ამ კვლევასნაციონალებთან" პირდაპირ რაფინირებული კომპანია ატარებს და ამის თაობაზე NDI-ის არაერთხელ განვუცხადეთ. არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია და მცდელობაც არ ყოფილა, რომ ნეიტრალური კომპანია ჩართულიყო. ეს კომპანია, რომელსაც NDI კვლევებს უკვეთავს, არისნაციონალებისთვის" .. „თურმანიძე-ნაციონალების მალამო", რომელსაც ისინი პერიოდულად ძალიან უხვად მოიხმარენ, მაგრამ ოქტომბერში მას უკუჩვენება აქვს", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner