საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე NDI-ის კვლევას არ ენდობა. მისი თქმით, NDI-ის კვლევას პოლიტიკურ ნაწილში ის სერიოზულად არ განიხილავს.
„სერიოზულად არ განვიხილავთ აღნიშნულ კვლევას, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში. მიმაჩნია, რომ ამ კვლევას „ნაციონალებთან" პირდაპირ რაფინირებული კომპანია ატარებს და ამის თაობაზე NDI-ის არაერთხელ განვუცხადეთ. არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია და მცდელობაც არ ყოფილა, რომ ნეიტრალური კომპანია ჩართულიყო. ეს კომპანია, რომელსაც NDI კვლევებს უკვეთავს, არის „ნაციონალებისთვის" ე.წ. „თურმანიძე-ნაციონალების მალამო", რომელსაც ისინი პერიოდულად ძალიან უხვად მოიხმარენ, მაგრამ ოქტომბერში მას უკუჩვენება აქვს", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.