თბილისის მერი დავით ნარმანია „აუდიტორია 115"-ის წევრებს ხვდება.
სტუდენტები თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე მხოლოდ უნივერსიტეტისთვის სასარგებლო შენობები უნდა აშენდეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიამ ეს ტერიტორია სრულიად გაუგებარ კომპანიას სრულიად უფასოდ გადასცა.
სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა იყო, ხოლო ახლა ეს სტატუსი მოეხსნა.