სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები განიხილეს. საუბარი შეეხო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს და სამომავლო გეგმებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი და სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი.