უკრაინის პროკურატურა მიხელ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის შესწავლას განაგრძობს - ამის შესახებ განცხადება უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ გააკთება.
„მოთხოვნის მიღების შემდეგ, საექსტრადიციო შემოწმებისთვის ყველა დოკუმენტი პროკურატურის ორგანოებში იქნა გადაგზავნილი. ეს მოსამზადებელი ეტაპია, თუ პროცესი დადებითად დასრულდება კანონის გათვალისწინებით მოხდება შემდეგი პროცედურების ჩატარება. თუ საქმე განიხილება წინასასამართლო გამოძიების ფარგლებში, მაშინ რაღა თქმა უნდა გადაწყვეტილებას ექსტრადირების შესახებ მიიღებს პროკურატურა, ჩვენს შემთხვევაში გენერალური პროკურატურა. თუმცა თუ ქვეყანაში რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია გადაცემის შესახებ, საქმე, სასამართლო განხილვაშია, მაშინ გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის სამინისტრო,"-განაცხადა პეტრენკომ.