logo_geo
eng_logo
თამაზ წივწივაძე: მეტი არაა ჩვენი მტერი, „რესპუბლიკელები“ აწი ხელისუფლებაში მობრუნდნენ!
- +

13 აპრილი. 2016. 16:36




კრიტიკოსი და მწერალი თამაზ წივწივაძე „ასავალ-დასავალთან" კოალიციის პარტიების არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობას აფასებს და ამბობს, რომ დიდებულად მოიქცა ბიძინა ივანიშვილი, როცა ჩასაძირად განწირული გემიდან უსარგებლო ბარგი, ანუ რესპუბლიკური პარტია რომ მოიშორა.

 

 

„რომის იმპერია დაიშალა, საბჭოთა იმპერია დაიშალა და ეს კოალიცია „ქართული ოცნება" რა ისეთი დუღაბით იყო ნაგები, კიდევ დიდხანს რომ გაეძლო?!

 

დაიშალა და მოჰკვლია პატრონი!

 

მთავარია, ბატონი ივანიშვილი ხომ კარგადაა? ეს კაი კაცი ასეთ ხელისუფლებას, ახლა რომ გვყავს, ნებისმიერ დღეს „მამლის პირველ ყივილამდე" აგვიშენებს.

 

მე შენ გეტყვი და აგურის მოჭრა, კირის გამოწვა ან მაღალი მარკის ცემენტი დასჭირდება - აიღებს საწერ კალამს, რამდენიმე ფურცელს და მთავრობის, პარლამენტისა და სასამართლოს შემადგენლობას დაბინდებამდე, ანუ საღამოს 10 საათამდე ჩამოწერს!

 

ისე, დიდებულად მოიქცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, კოალიციიდან, ანუ ჩასაძირად განწირული გემიდან უსარგებლო ბარგი, ანუ რესპუბლიკური ნაგავი რომ მოიშორა!

 

ახლა სხვა აღარაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ „მოხევის ქალო თინაოს" სახელი მოვუნაცვლოთ და ვუმღეროთ - „გშორდები, მარო!"

 

 

ხოლო „რესპუბლიკელების" საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობებზე დარჩენასთან დაკავშირებით წივწივაძე ამბობს, რესპუბლიკელები და ივანიშვილის ხელისუფლება ამიერიდან ვერ შეხვდებიან ერთმანეთს.

 

„თანამდებობებს დროებით, როგორც თვითონ თქვეს, აგვისტომდე კი ინარჩუნებენ, მაგრამ მეტი არაა ჩვენი მტერი, „რესპუბლიკელები" აწი ხელისუფლებაში მობრუნდნენ!

 

ყოველ შემთხვევაში, ამ ფორმაციის „რესპუბლიკელები" და ივანიშვილის ხელისუფლება ამიერიდან ისევე ვერ შეხვდებიან ერთმანეთს, როგორც ცა და მიწა, როგორც დღე და ღამე და როგორც მზე და მთვარე!

 

 

ახლა ბიძინა ივანიშვილი იმდენსაც თუ იზამს, რომ მომავალ ხელისუფლებაში ჭკვიან და ეროვნულ ხალხს აქა-იქ მაინც ჩართავს, ღმერთი მასაც უშველის და მის მიერ გადარგულ მრავალტანჯულ ხესაც, რომელიც მე ჩვენი ქვეყნის გადარჩენის სიმბოლოდ მიმაჩნია", - ამბობს წივწივაძე.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner