logo_geo
eng_logo
ქეთევან კიკნაძე: ბევრი განსაცდელისა და პრობლემის მიუხედავად, არასოდეს დამცდენია ბედთან სამდურავი!
- +

13 აპრილი. 2016. 17:13


 

„გოგოები წავიდნენ სამკითხაოდ და მეც მირჩიეს წასვლა", - მსახიობი ქეთევან კიკნაძე „ალიასთან" მკითხავთან ვიზიტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მკითხავის წინასწარმეტყველება აუხდა.

 

 


„ჩემს ახალგაზრდობაში ბორჯომში ცხოვრობდა სახელგანთქმული მკითხავი - სონა, გოგოები წავიდნენ სამკითხაოდ და მეც მირჩიეს წასვლა. სხვათა შორის, რიგიდან გამომყო და სხვებზე ადრე შემიყვანა. ბევრი არაფერი უთქვამს, მითხრა, ერთი თვის შემდეგ, ზუსტად ამ რიცხვში, უკვე გათხოვილი იქნებიო. შენზე 17 წლით უფროს მამაკაცს გაჰყვები, რომელიც უკვე პოპულარული ადამიანია და მთელი საქართველო იცნობს, ხელოვნების სფეროს მოღვაწეაო. მაშინ დაუჯერებლად ჩავთვალე მისი ნათქვამი, რადგან თაყვანისმცემელთა შორის არავინ იყო ამ ასაკის, ის ბიჭები კი, რომლებიც ჩემს თაყვანისმცემლებად ითვლებოდნენ, ჩემთვის არც ერთი არ იყო საინტერესო და გათხოვება ჩემი შორეული პერსპექტივა მეგონა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გავიცანი გიგა და ზუსტად ერთი თვის შემდეგ გათხოვილი ვიყავი. მკითხავმა ისიც მითხრა, რომ არასდროს ვინანებდი ჩემს არჩევანს და პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატებული ვიქნებოდი. ასე აგიხდათ ყველაფერი კარგი, ბევრი განსაცდელისა და პრობლემის მიუხედავად, არასოდეს დამცდენია ბედთან სამდურავი", - ამბობს კიკნაძე.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner