logo_geo
eng_logo
ჟან-კლოდ იუნკერი: თურქეთის ხელისუფლებას მივმართავ...
- +

13 სექტემბერი. 2017. 13:28



ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი გიგანტური ნაბიჯებით შორდება ევროკავშირს და ცდილობს, ყველა ხიდები დაწვას, თუმცა ევროპა კარს ღიად ტოვებს თურქი ხალხისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს ევროკავშირთან თანამშრომლობა საერთო ფასეულობების საფუძველზე.


„თურქეთი უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ევროკავშირს გიგანტური ნაბიჯებით შორდება", - განაცხადა იუნკერმა.


ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების დევნა და დაკავებული ევროპელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა.

 

„მივმართავ თურქეთის ხელისუფლებას: გაათავისუფლეთ ჩვენი ჟურნალისტები და არა მხოლოდ ჩვენი. შეწყვიტეთ ჩვენი ხელმძღვანელების შეურაცხყოფა, მათი ფაშისტებად და ნაცისტებად მოხსენიება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთს თურქეთში ყველა ხიდის დაწვა სურს, რათა შემდეგ ევროკავშირი დაადანაშაულოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლაში", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner