logo_geo
eng_logo
უკრაინაში ე.წ. კანონიერი ქურდი „გელა თბილისკი“ დააკავეს
- +

13 სექტემბერი. 2017. 14:02



ქალაქ კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი „გელა თბილისკი" მეორედ დააკავა. ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთში იყო გაძევებული.


კიევის პოლიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზაფხულზე სამართალდამცველებმა 51 წლის გელა ჯოშუა დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც „გელა თბილისკი" და უკრაინაში მფარველობდა ავტომობილების ქურდებს.


მაშინ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო მის გაძევებაზე რუსეთის ტერიტორიაზე.

 

„პოლიციის თანამშრომლები ახლა არკვევენ, თუ როგორ და რა საბუთებით შემოვიდა ის უკრაინის ტერიტორიაზე. ამჟამად მისი გაძევების საკითხი განიხილება", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner