ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული პირები მოსამართლე რომან ხორავამ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობა. ზურაბ ჯამალაშვილი, ირაკლი ფხალაძე და გელა ღურწკაია კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
პროცესის დახურვის მიზეზი გახდა პროკურატურის შუამდგომლობა. კერძოდ, პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ დღევანდელ პროცესზე ითხოვა, დახურულიყო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებული სხდომა, მოტივად კი პროკურორმა პერსონალური მონაცემების გავრცელება დაასახელა.