logo_geo
eng_logo
ფარულ ჩანაწერებზე ბრალდებული პირები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
- +

13 აპრილი. 2016. 17:30




ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული პირები მოსამართლე რომან ხორავამ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობა. ზურაბ ჯამალაშვილი, ირაკლი ფხალაძე და გელა ღურწკაია კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.



პროცესის დახურვის მიზეზი გახდა პროკურატურის შუამდგომლობა. კერძოდ, პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ დღევანდელ პროცესზე ითხოვა, დახურულიყო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებული სხდომა, მოტივად კი პროკურორმა პერსონალური მონაცემების გავრცელება დაასახელა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner