ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონაში უნდა იყვნენ ჩართული.
„თუ გვსურს ევროკავშირის გაძლიერება, მაშინ ის უფრო ინკლუზიური უნდა იყოს. თუ გვსურს გარე საზღვრების გაძლიერება, მაშინ ახლა დროა, რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონაში ჩავრთოთ", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.
მისივე თქმით, შენგენის ზონაში სრულფასოვან წევრობას ხორვატიაც იმსახურებს, თუმცა მან ჯერ ყველა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.