logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: მკითხავებს უფრო ვენდობი, ვიდრე NDI-ს!
- +

13 აპრილი. 2016. 17:32



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით „რეპორტიორს" ესაუბრა. მისი თქმით, NDI-ს კვლევების შედეგები არასდროს დამთხვევია არჩევნების შედეგებს, ამიტომ არ ენდობა და ფიქრობს, რომ ეს კვლევა რეალობასთან შეუსაბამობაშია.


„ამასთან დაკავშირებით მე ადრე ვთქვი, რომ მკითხავებს უფრო ვენდობი, ვიდრე NDI-ს. ამ კვლევებით მაქსიმალურად დაკნინებულია „ქართული ოცნების" და გაზრდილია „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი. აშკარად იგრძნობა პარტიების მიმართ დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულება, მაგრამ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი იქნება გამოკითხულთა ის პროცენტი, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს არჩევნებზე მხარს. NDI-ს კვლევები არასდროს დამთხვევია არჩევნებს შედეგებს, ყოველთვის ძალიან განსხვავდებოდა მათი კვლევების შედეგებისგან, ამიტომ არ ვენდობი NDI-ს", - ამბობს თამაზ მეჭიაური.


შეგახსენებთ:


NDI-ს გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 15% მხარს „ქართულ ოცნებას" მისცემდა. გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, ხმას ვის მისცემდა. „ნაციონალურ მოძრაობას" 13% დაუჭერდა მხარს, „თავისუფალ დემოკრატებს" გამოკითხულთა 6% მისცემდა ხმას საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო გამოკითხულთა 3% აპირებს, მხარი დაუჭიროს „პატრიოტთა ალიანსს".


კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner