logo_geo
eng_logo
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ოზურგეთში ტრენინგი ჩატარდა
- +

13 სექტემბერი. 2017. 16:08



აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალაქისა და სოფლის რწმუნებულებს ტრენინგი ჩაუტარდათ.


რწმუნებულები ოზურგეთის მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საცხოვრებელ სახლებში, საკარმიდამო ფართობებსა და შენობებში. მოსახლეობაში დარიგდება საინფორმაციო ბროშურები და ბუკლეტები, თითოეულ ოჯახს გაეწევა აგიტაცია პროპაგანდა.


აღნიშნულ პროცესში ჩართულია სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამსახურები, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

„ერთიანი ბრძოლით შესაძლებელია მავნებელთან გამკლავება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ფერმერების აქტიური ჩართულობით მოხერხდება. მავნებლის გავრცელების კერებში მობილიზებულია და ინტენსიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა. ფართობები მუშავდება მსოფლიო ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფენტრინის ჯგუფის მაღალი ხარისხის პრეპარატებით. გურიის რეგიონში ამ ეტაპზე მავნებლის საწინააღმდეგოდ, სულ 6 ათას ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. აზიური ფაროსანასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ასევე, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობაც და ქიმიურ პრეპარატებთან ერთად მავნებლის მექანიკური მეთოდებით განადგურება", - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს გურიის გუბერნატორის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა.





 

 

 

 

 

 

 

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner