logo_geo
eng_logo
ლევან ლორთქიფანიძე: მოლაპარაკებას მოჰყვა შედეგი!
- +

13 აპრილი. 2016. 17:38




დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრის შემდეგ „აუდიტორია 115"-ის წევრებმა მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე გადაინაცვლეს.


სტუდენტები მძიმე ტექნიკაზე მოთავსდნენ. მათ თან ჰქონდათ ტრანსპარანტები, რომელზეც ეწერა: დავიცვათ მწვანე საფარი", „საზოგადოებრივი ინტერესი მეტია კერძო ინტერესებზე", „დავიცვათ საუნივერსიტეტო სივრცე".



მოძრაობის წევრ ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, მათთან შეხვედრის დასაწყისში დავით ნარმანია უარზე იყო, რომ სტუდენტებისთვის პირობა მიეცა, თუმცა, შეხვედრის ბოლო წუთებში ღიად თქვა, რომ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება.



მოლაპარაკებას მოჰყვა შედეგი. ერთი კვირის ვადაში საბოლოო პასუხი გვეცოდინება, რომ ეს მშენებლობა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერდეს", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner