logo_geo
eng_logo
ზურაბ ხონელიძე: აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გასაღები ჩვენშია!
- +

13 სექტემბერი. 2017. 19:21



სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ „საქმიან დილაში" უნივერსიტეტში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„მთავრობას აქვს სპეციალური პროგრამა და მიდგომა ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან დაკავშირებით. ეს არის დაახლოებით ისეთივე პროგრამა, რაც მუშაობს ჯანდაცვის სისტემაში და არის წარმატებული. არანაკლები წარმატებით შეიძლება ამ პროგრამის რეალიზება საგანმანათლებლო სფეროში", - განაცხადა ხონელიძემ.


ხონელიძის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს აფხაზების ჩართვას ქართულ საგანმანათლებლო პროცესში.

 

„ხშირად ვსვამთ კითხვას - სად არის გასაღები აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისა და რატომღაც, გამოსავალს ჩვენგან შორს ვეძებთ. გამოსავალი არის ჩვენში. ამ მიმართულებითაც, ვფიქრობთ, არის რამდენიმე საერთაშორისო ფორმატი. აბსოლუტურად დასაშვებად მიმაჩნია, ერთ-ერთ საერთაშორისო ფორმატში გაჩნდეს ახალი მიმართულება და წარმოდგენილი იყოს ორი პერსონა - საქართველოს მხრიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და მის ყოფნას ამ ფორმატში ერთადერთ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ აფხაზეთის მხრიდან წარმოდგენილი იქნება აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ჩვენ ეს შესაძლებლობა დღემდე არ გამოგვიყენებია და მერწმუნეთ, უზარმაზარი რესურსია, რაც გააჩენს პოზიტივს ჩვენს ურთიერთობებში", - განაცხადა ხონელიძემ.


ზურაბ ხონელიძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა მხარდაჭერილია მთავრობის მიერ და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა მისი რეალიზების გზებზე.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner