ზუგდიდის ისტორიული ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი მომავალ კვირას გამოაცადებს. ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის გახსნაზე განაცხადა.
„სულ რაღაც ნახევარი საათის წინ დამირეკეს და მახარეს ამბავი, რომელიც ახლა თქვენ უნდა გაცნობოთ, გადაწყვეტილება მიღებულია და მუნიციპალური განვითარების ფონდი მომავალ კვირას გამოაცხადებს ტენდერს ზუგდიდის ისტორიული ბოტანიკური ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, აღდგება ბოტანიკური ბაღის სარწყავი სისტემა, ტბა, მეოწყობა დასასვენებელი ადგილები, ბილიკები, ღია კაფეები, განახლდება გამწვანება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დადიანების საჯინიბოს, ადმინისტრაციულ შენობას, მოეწყობა სანერგე მეურნეობა, გაიხსნება მებაღის სახლი, მოხდება ჯვარედინი სასახლის კონსერვაცია - პროექტის ღირეულება 10 მილიონი ლარია და სარეაბილიტაციო სამუშაოები წელიწად ნახევარში დასრულდება. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი ამბავი" - განაცხადა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.