ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში სამედიცინო ამბულატორიის ყოფილი შენობა დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ხანძრის დროს შენობაში არავინ იყო. სოფლის რწმუნებულის ედემ კაკუტიას განცხადებით, შენობა ამორტიზებული იყო და არ გამოიყენებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.