ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მკურნალობის მოკლე კურსის გავლის შემდეგ, აცხადებს, რომ მას ტვინის სიმსივნის "ვერაგი" ფორმა აქვს, მაგრამ მას ახლა მეტი ენერგია აქვს დაავადებასთან საბრძოლველად. 80 წლის სენატორს ტვინის სიმსივნე ივლისში აღმოაჩნდა.
სენატორის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ამერიკელებს ის, არაერთი შეცდომის მიუხედავად, ქვეყნისადმი სამსახურის გამო დაიმახსოვრებენ.