logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტია...
- +

13 აპრილი. 2016. 18:11


 


ქართული ოცნების" მთავარი კონკურენტი არის არა რომელიმე პოლიტიკური ძალა,

არამედ ის პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს", - ამის შესახებ „რეპორტიორს" ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას მეტი მუშაობა სჭირდება ხალხთან, რადგან საზოგადოებამდე სრულად იყოს მიტანილი ყველა ის სიკეთე, რაც ხელისუფლების საქმიანობის შედეგია.



ჩვენ თუ საზოგადოებას მივუტანეთ და გავაცანით საკმარისად ის, რაც

ჩვენ შევძელით და გავაკეთეთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს

ქართულ ოცნებას". სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თავისუფალ მედიასივრცეში

ძირითადი მედიასაშუალებები ნეგატივზე მუშაობდნენ, რის გამოც ვერ შევძელით,

ბოლომდე მიგვეტანა ჩვენი სათქმელი ჩვენს ამომრჩეველთან, ამიტომ ჩვენ ამ

მიმართულებით გვაქვს სამუშაო", - განაცადა სესიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner