logo_geo
eng_logo
,,Panama Papers“აჩვენებს, როგორ გახდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ოლიგარქი”
- +

13 აპრილი. 2016. 18:15





პანამურ დოკუმენტებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს გამოცემა „The Financial". პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 7 აპრილს შვეიცარიის პროკურატურამ რამდენიმე ბანკის საქმიანობის მოკვლევა დაიწყო, რომელთა შორისაა BCGE, სადაც კეზერაშვილთან აფილირებულ კომპანიას აქვს გახსნილი ანგარიში.



პანამურ გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, შვეიცარიულ გაზეთ „Tribune De Geneve"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განმარტებულია, როგორ გახდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ოლიგარქი გადადგომიდან რამდენიმე დღეში. „DFWatch"-მა, რომელიც თბილისში გამოიცემა, ეს სტატია ქართულად თარგმნა, რითაც კეზერაშვილის გულისწყრომა დაიმსახურა.

შვეიცარიულ გაზეთ „Tribune De Geneve"-ში ნათქვამი იყო, რომ 2006 წელს კეზერაშვილი მინისტრის პოსტზე დაინიშნა და ამ დროისათვის მას მხოლოდ 1 ბინა ჰქონდა. მალე თანამდებობის დატოვებიდან, 2008 წლის დეკემბერში, რუსეთთან ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მისი ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„Tribune De Geneve" აღნიშნავდა, რომ კეზერაშვილის გადადგომიდან 10 დღეში მისმა 10 რწმუნებულმა დააარსა 3 ოფშორული კომპანია. ნავთობის გაყიდვის შედეგად მოპოვებული მილიონები საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა. პანამური დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთი ანგარიში შვეიცარიულ ბანკში - BCGE-ში გაიხსნა. 20 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (დაახლოებით 21 მილიონი აშშ დოლარი) ამ ანგარიშზე გადაირიცხა. დამატებით 25 მილიონი ანალოგიური გზით გადაირიცხა ბანკებში -ABN AMRO და BNP Paribas.

შვეიცარიულ გაზეთში აღნიშნული იყო აგრეთვე, რომ 2013 წლის დასაწყისში კეზერაშვილის წინააღმდეგ კორუფციული ბრალდების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ამავე წლის მაის-ივნისში კეზერაშვილის რწმუნებული დაუკავშირდა პანამის იურიდიულ კომპანიას „Mossack Fonseca"-ს დოკუმენტების წინა თარიღით დასარეგისტრირებლად. მოგვიანებით, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, კეზერაშვილმა თავისი ქონება ორ სხვა ოფშორულ კომპანიას გადასცა.

კეზერაშვილის რწმუნებულმა გაზეთს განუმარტა, რომ მან პასუხი გასცა საქართველოს მთავრობის მიერ მის კლიენტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს. მან აღნიშნა აგრეთვე, რომ თავად არასოდეს შეუსრულებია ფინანსური მედიატორის როლი ამ საქმეში და თავისი კლიენტის საბანკო ანგარიშებთან წვდომა საქმის დასრულების შემდეგ აღარ ჰქონია.

2016 წლის 7 აპრილს შვეიცარიის პროკურატურამ რამდენიმე ბანკის საქმიანობის მოკვლევა დაიწყო, რომელთა შორისაა BCGE, სადაც კეზერაშვილთან აფილირებულ კომპანიას აქვს გახსნილი ანგარიში.

„Mossack Fonseca"-დან გაჟონილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ  ფირმა თავის კლიენტებს ფულის გათეთრებაში, გადასახადებისათვის თავის არიდებასა და სანქციებისაგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. ე.წ. „Panama Papers"-ის გამოძიება ეყრდნობა 11,5 მილიონი დოკუმენტის შერჩევით კვლევას. კომპანიის დასახელებულ კლიენტებს შორის არიან ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

ლონდონის ვესტმინსტერის მაგისტრანტმა მოსამართლემ უარი უთხრა ქართულ მხარეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადირებაზე. მას რამდენიმე ბრალი აქვს წაყენებული, თუმცა კეზერაშვილი ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ორი წლის განმავლობაში კეზერაშვილის ბრძოლა საფრანგეთიდან საქართველოში მისი ექსტრადირების წინააღმდეგ წარმატებული იყო. სამხრეთ საფრანგეთის ქალაქის ექს-ან-პროვანსის სასამართლომ 2014 წლის თებერვალში ქართულ მხარეს ექსტრადირებაზე უარი უთხრა. 

 

http://finchannel.com

 

 

 

წყარო: „The Financial

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner