logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

14 სექტემბერი. 2017. 11:57


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, ქალაქ ბათუმში,  ფიზიკურ პირზე  ყალბი ფულის - 3 000 აშშ დოლარის გასაღება მოახდინა.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 30 ცალი 100-დოლარიანი ყალბი კუპიურა.


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner