logo_geo
eng_logo
„გაგვცენ პასუხი ამ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით!“ - რომან კუსიანი პარლამენტს მიმართავს
- +

20 თებერვალი. 2016. 14:54



„ქართული ოცნების" წევრი რომან კუსიანი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და მოითხოვს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. კუსიანის განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების ფაქტები:  


„მივმართავ საქართველოს პარლამენტს!

 

პატივცემულო პარლამენტის წევრებო. მოგმართავთ უმრავლესობას (წინასაარჩევნო მთავარი დანაპირების, სამართლიანობის აღდგენის ვალდებულების შესასრულებლად) და მოგმართავთ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს (თქვენი ღირსების მცირედად აღსადგენად), რომ შეიქმნას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის (გამოიძიებს) ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების ფაქტებს! მათ შორის, პირველ რიგში პარლამენტმა, როგორც უმაღლესმა სახელისუფლებო შტომ შეისწავლოს და შეაფასოს სოფელ ციხისძირში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწების 1 ლარად გაყიდვის ფაქტი. შეაფასოს როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად!

 

პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კომპანია redman federation inc-ს სააკაშვილმა 2011 წლის 3 აგვისტოს გადასცა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიას გადაეცა სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 433 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 391 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი, 27 557 კვ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 199 კვ.მ შენობა-ნაგებობა, 33780 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 28 217 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის ნაკვეთი. ეს ყველაფერი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.

 

მივმართავ საქართველოს პარლამენტის ყველა მოწვევის დეპუტატს! გავერთიანდეთ ამ საკითხის ირგვლივ. მოვთხოვოთ მოქმედ დეპუტატებს, რომ გაგვცენ დასაბუთებული პასუხი ამ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით!

 

ტერიტორიები იკარგება არა მარტო მტერთან ომისას. მიწა-წყალი თურმე შეიძლება გაგვიყიდონ და, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება გაგვიჩუქონ (ან იჩუქონ) კიდეც!" - წერს რომან კუსიანი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner