logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO გააგრძელებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ სწრაფვას, თუმცა...
- +

14 სექტემბერი. 2017. 13:59


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი გააგრძელებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ სწრაფვას, მაგრამ უკრაინის საკითხს აუცილებლად გაითვალისწინებს.


„რუსეთი NATO-ს მეზობელია და ამას ვერ შევცვლით. NATO-ს ახალი ცივი ომი და ორმხრივი, გამალებული შეიარაღება არ სურს. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ სწრაფვას გავაგრძელებთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიძაბა, რასაც ალიანსი უკანონოდ მიიჩნევს.


„მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ქმედებებს პასუხი მოჰყვეს. ამიტომ ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. ამ მიზეზით NATO-მ პრაქტიკული თანამშრომლობა შეაჩერა. ეს ერთი ძირითადი მიზეზია, თუ რატომ გააძლიერა NATO-მ საკუთარი წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში", - დასძინა სტოლტენბერგმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner